როგორც მედია ავრცელებს ინფორმაციას, ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის N95-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკურიშეურაცხყოფა მიაყენეს რუსთავი ორის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.
უბანთან საკუთარი დაცვით და მხარდამჭერებით და ჟურნალისტებით მისული ნიკა გვარამია “ქართული ოცნების” აქტივისტებისაგან იმ სიის წარმოედგენას ითხოვდა, რომლითაც კოორდინატორები უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ.
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას თავს დაესხა ოცნების” კოორტინატორი ქეთევან სორდია.”
ქეთევან სორდია ამბობს, რომ ნიკა გვარამიამ კისრიდან ჩამოგლიჯა “ბეიჯი” და წაართვა პოლიეთილენის პარკი.