- ფოთში გაიმართა საქართველოს ჩემპინატის შესარჩევი ტურნირი – დასავლეთ ზონის პირველი ლიგა 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
10 წლამდე გოგონათა შორის 7 შესაძლებლობიდან 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის საჭადრაკო სასპორტო სკოლა „ნონა“-ს მოსწავლემ ნია კვარაცხელიამ (მწვრთნელი – დავით თულაძე).
