- ზუგდიდში, ბარამიაზე, დევნილთა დასახლებაში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებისას დაუპირისპირდნენ.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ზუგდიდელი ლიდერი, პარლამენტარი ანა წითლიძე მედიასთან ამბობს, “…ვარიგებდით საინფორმაციო ფლაერებს ჩვენსას და მოსახლეობას ვხვდებოდით, რა დროსაც 50-მდე “ქართული ოცნების” წევრი თავს დაგვესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდებს. ფიზიკურად შეეხნენ ახალგაზრდებს. ფიზიკურად შემეხნენ მეც.”
შეხვედრაზე იყო ხმაური, ყვირილი, ფიზიკური დაპირისპირება.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარება.