- “ნაციონალური მოძრაობისა” და “ძალა ერთობაშიას” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება, – აღნიშნულის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
“მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. ზუსტად ამიტომ, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრობაზე“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.