დღეს, ზუგდიდის ტექნოპარკში,” მრავაფეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებებისათვის” ორგანიზაციის მიერ, განხორციელებული, პროგრამის „კოსმოსური ბანაკის“ მონაწილეებს შეხვდა ნასას კოსმონავტი ჰაიდი ფაიფერი, რომელმაც პროგრამის მონაწილეების ნამუშევრები შეაფასა.
ნასას კოსმონავტი შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე და მიღწევებზე. ასევე, მან მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია კოსმოსში ცხოვრების, მუშაობის, გამოცდილების, თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე. „ჩემი სტუმრობის დროს, საქართველოში, მე ვცდილობ, წავახალისო ახალგაზრდები, როგორც გოგონები, ისე ბიჭები, რომ ისწავლონ კარგად მეცნიერება. მონაწილეობა მიღებული მაქვს ორ კოსმოსურ მისიაში. კოსმოსური მისიის ფარგლებში, ღია კოსმოსში ხუთი გასვლა მაქვს. ორი წლის წინ გავედი თადარიგში. ამჟამად ვმოგზაურობ, დავდივარ, ვესაუბრები სტუდენტებს, წავახალისებ, რათა კარგად ისწავლონ სკოლაში“.
შეხვედრაზე იმყოფებოდა ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე დამიან ვომბლერი, რომელმაც აღნიშნა, რომ მათთვის დიდი პატივია ამერიკის გმირის ჰაიდი ფაიფერის სტუმრობა. „პროგრამა ორგანიზებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ამერიკის საელჩო ზრუნავს და ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის მრავალფეროვნებას და მის წარმატებას“. მისი თქმით, ჰაიდი ფაიფერი არის ნამდვილი მაგალითი იმისა, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ ქალებს.
ორგანიზაციის ხელმძღვანლის, რიტა პროკოპენკოს განმარტებით, პროექტში მონაწილეებს ჩაუტარდათ ლექციები და პარაქტიკული სავარჯიშოები და შექმნეს მინიატურული ნამუშევრები.
პროექტს „კოსმოსური ბანაკი“ „მრავალფეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ ორგანიზაია, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.