- ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანლის ნანა ოდიშარიას განმარტებით, ზუგდიდში, გუშინ გამოვლენილი კოვიდინფიცირებული პაციენტის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა დაავადების მილევადობა. პაციენტი საავადმყოფოში სრულად განკურნებამდე დარჩება.
“პაციენტი საავადმყოფოში დარჩება ვირუსის სრულ ელიმინაციამდე. ექსპერტები, როგორც ვარაუდობენ, ამ პერიოდში, დაავადების გადაცემა არის მინიმალური. ის პირები, ვინც იყვნენ ინფიცირებულთან კონტაქტში და რომელიც ჩვენ გვყავდა იზოლაციაში, დარჩებიან იზოლაციაში. იზოლაციის ბოლოს მოხდება ამ ადამიანების პისიარ ტესტირება. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი გათავისუფლდებიან იზოლაციიდან,-განუცხადა ნანა ოდიშარიამ ჟურნალისტებს.
მისივე ინფორმაციით, თვითიზოლაციაში, ინფიცირებულის 25 კონტაქტია, საკარანტინო სივრცეში კი 7.