ნაკლები მარილი, მეტი სარგებელი


  • 3 დეკემბერს, ზუგდიდში, „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე „მარილის მოხმარების შემცირების ხელშეწყობის და არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების საგანმანათლებლო კამპანიის“ „ნაკლები მარილი, მეტი სარგებელი“ ფარგლებში გაიმართა დაინტერესებული მხარეების შეხვედრა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლები, საზ. ჯანდაცვის ადგილობრივი სპეციალისტები, ექიმი-კარდიოლოგები, ადგილობრივი სარესტორნო ბიზნესისა და კვების საწარმოთა წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს „სუფრის მარილის მოხმარების შემცირების სტარტეგიის“ ძირითადი მიმართულებები და გაიმართა დისკუსია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!