- ცესკოს პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა და მათ არჩევნების მნიშვნელობასა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღეს 4ოქტომბერს დაგეგმილი მუნიციპალიტეტის არჩევნების, საარჩევნო ტექნოლოგიების, საგანმანათლებლო პროექტებისა და საინფორმაციო კამპანიის შესახებ.