- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ნათია თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თვითიზოლაციაში იყო გადასული.