ცნობილი ზუგდიდელები ღვთისმშობლის საფარველთან დაკავშირებულ აქციაზე სოციალურ ქსელებში აზრს გამოთქვამენ
ანა წითლიძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ,,ნაციონალები”: “მე ვერაფერი გავიგე რა ხდებოდა კვართის გადატანა-გადმოტანასთან დაკავშირებით. ვის რაში დასჭირდა ამდენი მღელვარების შეტანა მრევლში და მიხარია რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებით კვართი ისევ ზუგდიდში დარჩება და მრველი ამით დამშვიდდა.
მაგრამ მე მაინც მგონია კვართზე მეტად თითოეულ ჩვენგანს საკუთარი მორალი და სინდისი გვიცავს. ქრისტეც ამას გვასწავლის და ბიბლიაც. ამიტომაც მხოლოდ კვართის იმედად ნუ იქნებით კვართის მცველებო:)”