“მხიარული ნოტები” 2018 დაიწყო. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა, დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სცენაზე ულამაზესი სანახაობა აღმზრდელებთან ერთად გამართეს.
კვირეული მისასალმებელი სიტყვით ა(ა)ი.პ. “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი”-ს დირექტორმა, ქლბატონმა ხათუნა თოლორაიამ გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2017-2018 სასწავლო წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო აღსაზრდელებისათვის.
ხათუნა თოლორაიამ ღონისძიების დასასრულს, წარმატებები უსურვა ბავშვებს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული საბავშვო ბაღები, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მიერ დაწესებული სიგელებით დააჯილდოვა.
კვირეულის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, აღსაზრდელთა მშობლები, სხვა დაინტერესებული პირები და მასმედია ესწრებოდა.
ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ორგანიზებით იმართება. ის 20 ივნისიდან დაიწყო და 27 ივნისს დასრულდება, სადაც 44 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მიიღებენს მონაწილეობას.