“მხიარული ნოტები” მონაწილე ცენტრის თანამშროლებს მადლობის სიგელი გადაეცათ


ა(ა)ი.პ “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის” დირექტორმა, ქალბატონმა ხათუნა თოლორაიამ, მუსიკალურ-შემოქმედებითი ღონისძიების “მხიარული ნოტები“ მონაწილე ცენტრის თანამშროლებს მადლობის სიგელი გადასცა. მადლობის სიგელი გადაეცა: სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილეს, ინეზა მურღულიას ღონისძიების ორგანიზებასა და ჩართულობისათვის. სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსს ლელა ბექაურსა და ამავე განყოფილების წარმომადგენლებს, მეთოდისტებს: ლუიზა ნაჭყებიას, ქეთევან ნანავას, ქეთევან აბშილავას, ლელა ქაროსანიძეს, ლელა გრიგოლაიას, სოფიო შანავას, ლალი შენგელიას, ნანა გაბელიასა და ლამზიარა სიჭინავას ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის. აღნიშნული პროექტის ,”მხიარული ნოტები” მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის მადლობის სიგელი გადაეცათ ღონისძიების წამყვანებს: გვანცა ბოდოკიასა და თამარ ბებიას, აგრეთვე მადლობის სიგელი გადაეცათ ცენტრის მთავარ სპეციალისტს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლალი ღუბელაძესა და ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალისტს ნიკა შანავას ცენტრის მიერ განხორციელებული მუსიკალურ – შემოქმედებითი ,”მხიარული ნოტები” ღონისძიებების საინფორმაციო მხარდაჭერისათვის.
ა(ა)ი.პ “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის” ორგანიზებით ზუგდიდის მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ ცენტრ “მოსწავლე ახალგაზრდობის” დარბაზში გაიმართა მუსიკალურ-შემოქმედებითი ღონისძიება “მხიარული ნოტები”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 44 საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა.
მუსიკალურ-შემოქმედებითი ღონისძიება “მხიარული ნოტები” მიზნად ისახავდა, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ფარგლებში ბავშვებში იმ აუცილებელი ცოდნისა და ქცევის ნორმების გაღრმავებას, რაც უზრუნველყოფს მათში სასკოლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, გუნდური სულისკვეთების გამომუშავებას, გონებრივ, ზნეობრივ, ესთეტიკურ განვითარებასა და საზოგადოებაში ადაპტაციის ხელშეწყობას. აღნიშნული საბავშვო ბაღებიდან გამოვლენილ იქნა საუკეთესო საბავშვო ბაღები, გამგეები, აღმზრდელები, აღმზრდელის თანაშემწეები, რომლებიც დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!