- ზუგდიდის სპორტკომპლექსში, ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის “სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ ორგანიზებით, სპორტული ღონისძიება “მხიარული თამაშები“ გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს გამართულ ფინალურ შეხვედრაში ქალაქის N18, ნარაზენის N1, დარჩელის N1 და ქალაქის N2 საბავშვო ბაღები მონაწილეობდნენ. გამარჯვება ქალაქის N18 და ქალაქის N2 საბავშვო ბაღის გუნდებმა მოიპოვეს.
გამარჯვებულებს თასები, მედლები და დიპლომები ზუგდიდის მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ და ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,,სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ გადასცეს.
სპორტკომპლექსში გამართულ ღონისძიებას ზუგდიდის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.