ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტი მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. სახლების მშენებლობაზე განცხადებების მიღება აპრილიდან დაიწყება.
მათივე ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრას კომისიის წევრებიც ესწრებოდნენ, რომელთა შემადგენლობაში მერიის, საკრებულოსა და არასამთარობო სექტორის წარმომადგენლები შედიან.