“მშვიდობიან სასწავლო წელს გისურვებთ”


15 სექტემბერს ზუგდიდის საჯარო, ასევე კერძო სკოლებში, ახალი სასწავლო წელი იწყება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წამოწყებულ ინიციატივებზე და სიახლეებზე ჩვენთან საუბრობს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გონერი პაპავა.

_ ბატონო გონერ, საჯარო სკოლები ახალ სასწავლო წელს რა სიახლეებით ხვდებიან?
_ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის განვითარებასთან დაკავშირებით შექმნა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომელიც 2014-2015 სასწავლო წლის სექტემბრის თვიდან დაინერგება. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული პროექტი და პროგრამა, რომელიც სექტემბრის თვიდან განხორციელდება. დღემდე პედაგოგები თავიანთი განვითარებისათვის გამოცდებს ეროვნული ცენტრის მეშვეობით აბარებდნენ, საგნობრივ და პროფესიულ უნარებში საგნობრივი დარჩა, ხოლო პროფესიული უნარების გამოცდები მომავალი წლიდან არ იარსებებს, რადგან პროფესიულ უნარებში გამოცდების დროს პედაგოგებს უხდებოდათ მხოლოდ თეორიული ცოდნის გამოვლენა, იცნობდნენ თუ არა ამა თუ იმ სწავლის მეთოდებს, ფორმებს. იყო გარკვეული სახის პრობლემები და სიტუაციური ამოცანები, რომლის გარშემო უხდებოდათ საუბარი, მაგრამ სულ სხვა ხდებოდა საგაკვეთილო სისტემის მიმდინარეობის დროს, როგორც კი პედაგოგი გაკვეთილზე შევა, შემხვედრი სიტუაცია მოსწავლეებიდან სრულიად სხვა არის. ჩატარებული გაკვეთილის პრაქტიკული ფორმის შინაარსმა უნდა განსაზღვროს მოსწავლის
აკადემიური ცოდნის ამაღლება, რამდენად უახლოვდება პედაგოგი ცოდნის სიღრმისეული მოქმედებით მოსწავლეებთან ურთიერ-
თობას, რამდენად შეუძლია მას პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება, ასევე სადემონსტრაციო ცდების ჩატარება, საშინაო დავალებების შემოწმება, გამოკითხვა, ღია გაკვეთილის ჩატარება და ა.შ. ამ ახალი მეთოდის მიხედვით
მუშაობის შეჯამება ხდება და მასწავლებლის ოთხი კატეგორია იარსებებს: პირველი ,,პრაქტიკოსი მასწავლებელი” იქნება, _ პრაქტიკოსი ამჟამად ყველა პედაგოგია, მაგრამ პრაქტიკოსის სტატუსს დაიკავებენ ის პედაგოგები, რომლებიც სერტიფიცირებულები
არ არიან. ყველა სერთიფიცირებული პედაგოგი არის ,,წარჩინებული” და მათთვის ეს მეორე საფეხურია. შემდეგი პროცესი გახლავთ ,,მკვლევარი პედაგოგი” და ბოლოს ,,მენტორი”. როგორ მიიღწევა პირველი საფეხურიდან მომდევნო საფეხურამდე? ეს ხდება შემდეგნაირად: პედაგოგის გაკვეთილზე შესვლის მომენტიდან ის მუშაობას აღნიშნავს პორტფოლიოში, ანუ მასწავლებლის ჟურნალში, სადაც მან უნდა ჩაწეროს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობა, თუ ვინ დაესწრება საგაკვეთილო პროცესს, პედაგოგი თვითონ ირჩევს, ეს შეიძლება იყოს კათედრის გამგე, ან სხვა სკოლის დირექტორი, პედაგოგი, რესურსცენტრის, ან სამინისტროს თანამშრომელი, რომლებიც შეაფასებენ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას, რამდენად ეფქტურად იმუშავა მოსწავლეებთან. ეს ყველაფერი აღირიცხება. მას მიენიჭება შესაბამისი ქულები და მომდევნო საფეხურზე გადადის ორი-სამი წლის განმავლობაში. ერთ-ერთი სიახლე გახლავთ ისიც, რომ მე-9 კლასელებისათვის დაგეგმვისა და კარიერის საათების გაზრდა დაიწყო. ეს ნიშნავს რომ მე-7, 8, 9 კლასებში ხდება მოსწავლეების ჩამოყალიბება სულ სხვა მიმართულებით. ამ ასაკიდან იწყება პროფესიისადმი ლტოლვა, სიყვარული
და დამოკიდებულება. დღემდე თეორიული საათები იყო, ახლა დაემატება პრაქტიკული. მე-9 კლასის მოსწავლეები განაწილების
მიხედვით უნდა დადიოდნენ საწარმოებში, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებებში, კაფე-ბარებში, რესტორნებში და სხვადასხვა ადგილებში. გაიზარდა დამრიგებლის საათი და ამასთანავე, ფუნქციებიც დაემატა, გაიზარდა მშობლებთან ურთიერთობის დამოკიდებულება. მშობლები აქტიურად იქნებიან ჩართული საგანმანათლებლო სისტემაში. მათ თავისუფლად შეუძლიათ განსაზღვრონ სწავლის ხარისხი, მშობლების აზრის მიხედვით უნდა ხდებოდეს სამუშაო გეგმის შედგენა. გაიზარდა სამუშაო დღეების რაოდენობა. ადრე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში წლის ხანგრძლივობა იყო 34 კვირა და გახდა 36 კვირა, ზამთრის არდადეგები
საკმაოდ გრძელვადიანი იყო, ამიტომაც შემცირდა. ივნისის თვეში სამი დღე ემატება, ჩვეულებრივად სასწავლო პროცესი I და
XII კლასელებისათვის დამთვარდება მაისის თვეში, რაც შეეხება ორი კვირით გახანგრძლივებას, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ საგანმანათლებლო პროცესი ხარისხიანად იყოს შესრულებული. მინდა, ასევე, აღვნიშნო, რომ მიმდინარე წელს პოლონეთის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტით, რეგიონის რამდენიმე სკოლაში გაიხსნა ხუთწლიანი ბავშვებისათვის მოსამზადებელი ჯგუფი, რაც ითვალისწინებს უწყვეტ-სწავლებას სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ქალაქის მე-7 და მე-12, სოფლების: ჭითაწყარის, ახალსოფლისა და კორცხელის საჯარო სკოლებში გამოიყო შესაბამისი ოთახი, ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, 20 ბავშვზე გავეცით ინვენტარი: სკამები, მაგიდები, კარადები, ბიბლიოთეკა, სათამაშოები. ეს პროექტი ოქტომბრის თვიდან ხუთ სხვადასხვა საჯარო სკოლაში განხორციელდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო კიდევ ერთი ახალი პროგრამის განხორციელება _ ეს არის ექიმის კაბინეტი და სამედიცინო მომსახურება სკოლებისათვის. რესპუბლიკაში შერჩეულ იქნა 100 საპილოტო სკოლიდან ზუგდიდის ორი-მესამე და მეათე საჯარო სკოლები, სადაც ვაკანსია იყო გამოცხადებული ერთი კვირის განმავლობაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, მესამე და მეათე საჯარო სკოლებში სამ-სამი განაცხადი იქნა შერჩეული. კონკურსი ჩატარდება განათლებისა და მეცნიერების ჯანდაცვის სამინისტროს
ეგიდით. კაბინეტები მზად არის, ველოდებით ინვენტარს. კაბინეტი უფასოდ მოემსახურება საგანმანათლებლო დაწესებულებებს
და ოთხთვიანი პროცესის შემდეგ, სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, 2015 წლიდან, პრაქტიკული შედეგების მიხედვით, ყველა
დანარჩენ საჯარო სკოლებში უკლებლივ განხორციელდება ეს პროექტი.

_ ცნობილია, რომ რამდენიმე საჯარო სკოლის რეაბილიტაციაც იგეგმებოდა?

_ საგანმანათლებლო რესურსცენტრი აქტიურად თანამშრომლობდა განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურის სააგენტოსთან,
ადგილობრივ თვითმმართველობასა და მმართველობის წარმომადგენლებთან. წინა პერიოდში, არჩევნებამდე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზუგდიდის 18 საჯარო სკოლა ჩასვა სარეაბილიტაციო სამუშაოებში. სამუშაოები დამთავრდა პირველ საჯარო სკოლაში, სადაც მოხდა მთლიანად სახურავის გამოცვლა, ასევე ჭითაწყარის სკოლაში მოხდა სახურავის მთლიანი შეცვლა, ჩავსვით აგრეთვე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები. პირველ, მეორე და მესამე სართულზე სველი წერტილები იქნა მოწესრიგებული. დასრულდა მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ადმინისტრაციულ საზღვრისპირა სოფელ ახალაბასთუმანში. ამის გარდა,
იწყება კოკის, რუხის, რიყის, დიდდობერის, კორცხელის, ქალაქის მეექვსე, მეოთხე, მესამე, მეათე, მეტერთმეტე საჯარო სკოლების
სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ შევძელით ქალაქისა და სოფლის საჯარო სკოლებში ადგილობრივი თვითმმართველი
ძალების მეშვეობით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია,
მიუხედავად ამისა, საჯარო სკოლებმა წარადგინეს მერიაში და რაიონის გამგეობაში შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა. 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი იწყება და არავის არა აქვს უფლება უარი უთხრას რომელიმე სკოლას სარემონტო სამუშაოების, სველი წერტილების მოწესრიგებასთან დაკავშირებით ჩასატარებელისამუშაოების დაფინანსებაზე. ადგილობრივი თვითმმართველობა და მმართველობა ამ საკითხს უნდა მოეკიდოს აბსოლუტური პასუხისმგებლბით.
_ ბატონო გონერ, წელს თუ მიიღებენ მოსწავლეები უფასო სახელმძღვანელოებს?
_ რა თქმა უნდა, უფასო სახელმძღვანელოებით მომარაგდებიან სკოლის მოსწავლეები და ეს პროცესი უკვე დაწყებულია ზუგდიდში. დღე-დღეზე ველოდებით ყველა საჯარო სკოლაში ამ სახელმძღვანელოების შემოტანას, ასე, რომ სასწავლო პროცესისათვის, ვფიქრობთ, რომ ზუგდიდის საჯაროდა კერძო სკოლები მზად არიან.
_ და ბოლოს, ორიოდე სიტყვით მოგვიყევით სასკოლო ავტობუსებზე.
_ სასკოლო ავტობუსები ემსახურება სკოლებს ხელმისაწვდომობის ქვე პროგრამის ფარგლებში. განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ შექმნილი პროგრამით, 39 საჯარო სკოლაში აფინანსებს გარკვეულ სატრანსპორტო ხაზებს. დამატებითი ხაზები 15 საჯარო სკოლაში 618 მოსწავლეზე დაფინანსებული ქონდა რესურსცენტრის უშუალო რეკომენდაციით ადგილობრივ გამგეობას, რომელიც დარწმუნებული ვარ, სექტემბრის თვიდან წლის ბოლომდე გაგრძელდება. ასევე ახალი ხაზი მოემსახურება ორსანტიის გამშვები პუნქტიდან, აფხაზეთის ადმინისტრაციული ტერიტორიიდან გადმოსულ 18 მოსწავლეს, რომლებიც განმუხურის საჯარო სკოლებში სწავლობენ. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცო პედაგოგებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს და წარმატებები, წინსვლა, ეფექტური მუშაობა, მშვიდობიანი სასწავლო წელი ვუსურვო.
საუბარი ჩაიწერა ეკა ფარულავამ

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!