- მუხურის თაფლის-ლეუკუნეს ჯარების ბიომეურნეობა ბიო-სერტიფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე ფოტოგრაფი რომან თოლორდავა ავრცელებს.
“ჩემო ძვირფასო მეგობრებო მინდა ფრიად სასიამოვნო სიახლე გაუწყოთ- ,მუხურის თაფლის-ლეუკუნეს ჯარების ბიომეურნეობა ბიო-სერთიფიცირებულია. ის სრულად აკმაყოფილებს: ასი პროცენით ნატურალური, სუფთა ბიო პროდუქციის სტანდარტს და ღირსეულ ადგილს იკავებს მსგავს პროდუქტებს შორის მსოფლიოში. ინსპექტირების შედეგბს თან დაერთო გერმანული ლაბორატორიის მიერ შესრულებული, ჯარებიდან ამოღებული ფიჭის ნიმუშების კვლევა, სადაც დაბინძურების მაჩვენებლის ნორმად ითვლება კოეფიციენტი 0,2-5 მდე. ლეუკუნეს ჯარების ნიმუშმა კი ნულოვანი დაბინძურება აჩვენა.
ასე, წარმატებით დასრულდა ბიოსერთიფიცირების ორწლიანი შრომატევადი პროცესი !!!
დიდი მადლობა კომპანია ხარებას დამფუძნებლებს, კავკასერტის ექსპერტებს და ხელმძღვანელობას თითოეულ მეფუტკრეს…ისტორიული კოლხეთის თვალწარმტაც ხობისწყლის ხეობაში სრულად აღსდგა ,,ჯარაგუნას“ ისტორიული მემკვიდრეობა.”-წერს რომან თოლორდავა.