- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში ზუგდიდელი მხატვრის, მურმან დემურიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა და 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ მხატვრის ბოლო წლების ნამუშევრები, მათ შორის შარჟები, პორტრეტები, გრაფიკა, ფერწერა. “ნამუშევრები მრავალფეროვანია. დამთვალიერებლისთვის მოსაბეზრებელი არ იქნება. ყველა ჟანრის ნახვა შეუძლია.”-განაცხადა “ზუგდიდელებთან” მურმან დემურიამ.