ზუგდიდში გამართულმა მურაბისა და მწნილის ფესტივალმა კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაწერა ქალაქის ისტორიაში. ეს დღე დიდი ხანი დაამახსოვრდებათ ფესტივალის მონაწილეებს და ამასთანავე, შეიძლება არაერთი მნიშვნელოვანი იდეის საფუძველი გახდეს ჩვენი თანაქალაქელებისათვის და იმ სტუმრებისთვის, ვინც ფესტივალს სტუმრობდნენ.