მუნიციპალური ტრანსპორტი ხვალ შეფერხებით იმოძრავებს


  • ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 18 მარტს, მუნიციპალური ტრანსპორტის სამგზავრო ავტობუსები მოძრაობდნენ შეფერხებით, რამაც გამოწვია მგზავრთა უკმაყოფილება და დისკომფორტი.

“მოგახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის სამგზავრო ავტობუსები, 19 მარტს, დაახლოებით 15:00 სთ-მდე, ასევე იმოძრავებენ შეფერხებით, რაც გამოწვეულია გეგმიური, სავალდებულო, პერიოდული ტექ-ინსპექტირების გავლის პროცედურებით.

ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით აღნიშნული პროცედურებით გამოწვეული შეფერხებისთვის და დისკომფორტისთვის.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

6 + 5 =

Akismet ანტისპამი