- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსით მგზავრთა გადაყვანის შეღავათიანი ტარიფების ჩამონათვალს ავრცელებს.
ზუგდიდს მუნიციპალური ტრანსპორტის ინფორმაციით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 50 % -იანი ფასდაკლებით იმგზავრებენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სასწავლებლების სტუდენტებისათვის (სასწავლებლის მომართვის საფუძველზე) 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირების 50%-იანი ფასდაკლებით იმგზავრებენ.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის მგზავრობა უფასოა.
0-10 წლამდე ბავშვებისათვისაც მგზავრობა უფასოა.
სკოლის მოსწავლეები 50%-იანი ფასდაკლებით მგზავრობენ.
სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის 50% – იანი ფასდაკლებით სარგებლბენ.
საპატიო ზუგდიდელებისათვის მგზავრობა უფასოა.