მუნიციპალური განვითარების ფონდი განცხადებას ავრცელებს


  • მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის სპორტული კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმაურება.

“გვსურს გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ მედია საშუალებებით გავრცელებულ მორიგ ცილისმწამებლურ ინფორმაციას ზუგდიდის სპორტული კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით.

გვსურს განვმარტოთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ზუგდიდში სპორტულ კომპლექსს აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 2021 წლის აპრილიდან აშენებს.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია JIANGSU NANTONG SANJIAN CONSTRUCTION GROUP Co. LTD (China) – ნანთონ სანძიენ ჯორჯია აწარმოებდა. კომპანიამ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვერ გააგრძელა სამუშაოები საჭირო პროგრესით და მიუხედავად არაერთი სიტყვიერი თუ წერილობით გაფრთხილებისა, ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულების შესრულება. აღნიშნულის გამო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა, ხოლო ზიანის ანაზღაურების მიზნით, ამოქმედდა საავანსო გადახდისა და ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია.

ინფორმაცია თითქოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეუსრულებელი სამუშაოებისათვის ჩინურ კომპანიას 4 მილიონი ლარი გადაუხადა, არის ტყუილი და ცილისწამება. კომპანიასთან ანგარიშწორება მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ საზედამხედველო კომპანიის მიერ დადასტურებული ფაქტობრივად შესრულებული სმუშაოს შესაბამისად და პროპორციულად. კომპანიისთვის გადახდილი ავანსის თანხიდან, ავანსის გარანტიით სახელმწიფომ უკან დაიბრუნა 1 278 775 ლარი, ხოლო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ამოქმედების საფუძველზე – პირგასამტეხლის სახით, 1 136 421 ლარი. საბოლოო ჯამში, კომპანიამ, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისთვის მიიღო მხოლოდ 2 102 588 ლარი.

თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ვიზუალურ მასალაშიც კი ჩანს, თუ რამხელა კონსტრუქციული სამუშაოები აქვს შესრულებული კომპანიას, რისთვისაც, ხელშეკრულებით დადგენილი წესით, მიიღო ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოების ღირებულება.

ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, დარჩენილი სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეაფასა იმ დროისთვის ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით და ფასთა კვოტირების შესაბამისად. შესაბამისად, ახალი ტენდერი, ბუნებრივია, გამოცხადდა ახალი ფასით. გარდა ამისა, სატენდერო პირობებს დაემატა სპორტული ინვენტარის შესყიდვის ღირეულებაც. ახალი ტენდერი ორჯერ უშედეგოდ გამოაცხადდა: პირველ ტენდერში პრეტენდენტმა კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა სატენდერო მოთხოვნები, მეორეში კი, არავინ მიიღო მონაწილეობა.

ამ ეტაპზე, მიმდინარე წლის 2 მარტიდან გამოცხადებულია მესამე ტენდერი, რომელიც 27 აპრილს დასრულდება.

სპორტული კომპლექსის პროექტი ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების და მათთვის დამოუკიდებელი გასახდელებისა და საშხაპეების მშენებლობას. ასევე, შენობაში განთავსდება ღია კაფე და მცირე მაღაზია. სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, მოეწყობა პარკინგი. სპორტული კომპლექსი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!