- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის საზეიმოდ გახსნა 15 ნოემბრისთვის დაანონსდა. იგივე განცხადება გააკეთა საკრებულოს სხდომაზე, ანგარიშის წარდგენისას, ზუგდიდის მერმა, მაგრამ ამ დროისთვის, ბოტანიკურ ბაღში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დამთავრებული არ არის.
მუნიციპალური განვითარების ფონდში, ვინც კურირებს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას, “ზუგდიდელებს” უთხრეს, რომ ბოტანიკური ბაღი ნოემბრის თვის მეორე ნახევარში გაიხსნება: “დღეს, 15 ნოემბერია, შესაბამისად, თვის მეორე ნახევარში გაიხსნება ბოტანიკური ბაღი”.
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 12 მილიონი ლარია.
რა ღირს შესვლა?