მუნიციპალური ტრანსპორტი: ახალგაზრდები ავტობუსში სკამებზე წერით ერთობიან


  • ზუგდიდის მუნიციპლური ტრანსპორტის ინფორმაციით, ახალგაზრდები ავტობუსში სკამებზე წერით ერთობიან.

“სკამების მიზანმიმართული დაზიანების ფაქტები რომელიც #1 ავტობუსში სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ძირითადად არასრულწლოვნები ჩადიან.

შეგახსენებთ, რომ დაზიანებული ავტობუსის მოწესრიგება/რეაბილიტაცია იწვევს მარშრუტის გაცდენას, რომელსაც ჩვენი თანაქალაქელები მოსაცდელებთან ელოდებიან.

გავუფრთხილდეთ და ერთად დავიცვათ სისუფთავე და კომფორტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში.”-აღნიშნულია მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twelve − eleven =

Akismet ანტისპამი