- დღესვე, პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ.
მან მედიას ინფორმაცია მიაწოდა მოხალისეების მიერ განსახორციელებელ სამუშაოებზე და იმ დახმარებაზე ისაუბრა, რასაც მუნიციპალიტეტი ოთხ მოწყვლად ჯგუფს გაუწევს (მარტოხელა დედები, მომვლელის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები, მრავალშვილიანი ოჯახები და 60 წელს გადაცილებული მარტოხელა ხანდაზმულები)