მულტისექტორული საინფორმაციო შეხვედრა


სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრმა, პროექტის “უკეთესი მომავალი იწყება დღეს” ფარგლებში, ზუგდიდის მუნიცილალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გამართა მულტისექტორული საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო კანონთან კონფლიქტში პირების რესოციალიზაციის ხელშეწყობა და ადგილობრივ მედიაში ინფორმაციის გავრცელების გზით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანლის ციცინო შენგელიას განცხადებით: “დღეს გაიმართა საკორდინაციო შეხვედრა, რომელიც გულისხმობდა კონფლიქტის მყოფში პირების რეაბილიტაცია-რესოლიზაციის საკითხებზე ცნობადობის ამაღლებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მათი საზოგადოებაში სრულყოფილ წევრებად დაბრუნების საკითხებს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომელთა შორისაც გაიმართა საქმიანობების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და ვიმსჯელეთ, ასევე იმ გამოწვევებზე და პრობლემებზე, რაც დღეის მდგომარეობით კანონთან კონფლიქტში მყოფი ყოფილი პრობაციონერების და მსჯავრდებულების წინაშე დგას“.

პროექტი დაფინასებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!