მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა “ბერიკაობა – სახალხო დღესასწაული“ დაიწყო


  • დადიანების სასახლეში, საგანმანათლებლო პროგრამა “ბერიკაობა – სახალხო დღესასწაული“ დაიწყო.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროგრამა ხორციელდება საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმისა და დადიანების მუზეუმის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

პროგრამა მოიცავს: მუზეუმის დათვალიერებას, ლექციას ქართული ხალხური იმპროვიზირებული ნიღბების თეატრის “ბერიკაობის“ შესახებ, ბერიკაობის თემაზე ვიდეომასალის ჩვენებას და პრაქტიკულ ნაწილში ბერიკულ ნიღბების შექმნას.

ჯგუფი: 15-30 მოსწავლე.

ხანგრძლივობა: 60 -90 წუთი.

ღირებულება: 7 ლარი (პედაგოგისთვის უფასოა).


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

seven + one =

Akismet ანტისპამი