- დადიანების მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა – ”შობა-ახალი წლის ტრადიციები” გრძელდება.
დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას. პრეზენტაციის თემა გახლავთ როგორ ხვდებოდნენ საქართველოს სხავადასხვა კუთხეში შობა-ახალ წელს და რამდენად მრავალფეროვანი ტრადიციები ჰქონდათ ქართველებს.
“პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო სახალისო დეტალებს. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით, ბავშვები საკუთარი ფანტაზიით შექმნიან საახალწლო დეკორაციებს. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. (1 კლასიდან მე-6 კლასის ჩათვლით). ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა არის15-30 ბავშვი. პროგრამის ხანგრძლივობა 60-90 წუთია. პროგრამის ღირებულება 7 ლარი.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.