“მსოფლიოს ძველი და ახალი საოცრებები”


  • დადიანების მუზეუმში ახალი პროგრამის “მსოფლიოს ძველი და ახალი საოცრებების” რეგისტრაცია დაიწყო.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროგრამების მიზანია, მუზეუმის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაახლოება ისტორიულ მემკვიდრეობასთან და მათი ჩართვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობებში.

პროგრამა “მსოფლიოს ძველი და ახალი საოცრებები” – მონაწილეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.

სალექციო ფორმატში მოისმენენ ლექციას მსოფლიოს ძველი და ახალი საოცრებების შესახებ.

პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო სახალისო დეტალებს. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით ბავშვები იმუშავებენ ფაზლების აწყობაზე.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის (1 კლასიდან მე-5 კლასის ჩათვლით).

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი.

პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.

პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.

დრო: ოთხშაბათიდან კვირის ჩათვლით.10:00-17:00 საათი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!