მუზეუმში გამოფენა “რაინდთა დარბაზი” გაიხსნა


  • დღეს, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზში, გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით, “რაინდთა დარბაზი“.

გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ, საბრძოლო ხელოვნების ნიმუშები დავით დადიანის კოლექციიდან, რომელიც შემდგომ მისი ოჯახის წევრებისა, თუ საგვარეულოს სხვა წარმომადგენლების მიერ იქნა გამდიდრებული. კერძოდ წარმოდგენილი იყო კავკასიური ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი, ევროპული, აზიური, აფრიკული და ავსტრალიური მუზარადები, აბჯრები და ძვირფასი მემორიალური საბრძოლო ხელოვნების ნიმუშები.

ღონისძიებაზე, მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა სტუმრებს მიესალმა და აღნიშნა, რომ ეს არის გამოფენის ტრადიციის გაგრძელება.

“დღეს, ვიტრინებში წარმოდგენილია იარაღები, რომელიც უშუალოდ დადიანების ოჯახს ეკუთვნოდა, ასევე წარმოდგენილია იარაღის ნაალაფარი, შუაში ხედავთ მაგიდას, რომელიც ფიცის დადების იმიტაციას წარმოადგენს”.

გამოფენა დამთვალიერებელს უმასპინძლებს 28 თებერვლამდე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!