მუზეუმში ახალგაზრდული კლუბი შეიქმნა


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში gen-Z-ი თაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებმაც შექმნეს ახალგაზრდული კლუბი – “დროში მოგზაურები – Time traveller’s” .

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ახალგაზრდებმა შექმნეს შიდა კონსტიტუცია, დასახეს სამომავლო მიზნები და იმსჯელეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

“კლუბის მიზანია, რომ მუზეუმი აქციონ ახალგაზრდებისთვის საინტერესო ადგილად, დაუახლოვდნენ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და თანატოლებს გაუზიარონ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში არსებული ექსპონატების შესახებ ინფორმაცია.

კლუბში გაწევრიანების მსურველებს შეუძლიათ განაცხადი შეავსონ მუზეუმის ბიბლიოთეკაში.

რვა წესი, რომელიც კლუბის წევრებმა უნდა დაიცვან:

კლუბში გაწევირიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველ სკოლის მოსწავლეს;

გაწევრიანებისთვის საჭიროა შეავსონ განაცხადი, რომ გაქვთ სურვილი გახდეთ ნიკო დადიანის სახელობის – “დროში მოგზაურები – Time traveller’s”-ის კლუბის წევრი.

კლუბში გაწევრიანება უფასოა;

კლუბის წევრებს აქვთ უფლება უფასოდ დაათვალიერონ მუზეუმის ნებისმიერი გამოფენა ერთ სტუმართან ერთად.

კლუბის წევრებს აქვს უფლება უფასოდ დარეგისტრირდნენ მუზეუმის დავით დადიანის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის წევრად და ისარგებლონ სამკითხველო დარბაზებით, მაგრამ არ ეხსნებათ ვალდებულება განცხადების სახით წარმოადგინონ თემა, რომელზეც მუშაობენ.

მუზეუმი იღებს ვალდებულებას კლუბის წევრები მოიწვიოს მუზეუმის მიერ დაგეგმილ ყველა ღონისძიებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მუზეუმი მხოლოდ მასპინძელია და ღონისძიება დაგეგმილია მუზეუმის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ.

კლუბის საქმიანობას წარმართავს ხუთი წევრისაგან დაკომპლექტებული კლუბის მმართველი ბორდი.

კლუბში დაგეგმილი შეხვედრის გაცდენის შემთხვევაში, კლუბის წევრებს აქვს სამი გაცდენის უფლება. გადაცილების შემთხვევაში, მათ ეძლევათ ვეტო, რომლის მიხედვითაც მათ შეუჩერდებათ სტატუსი კლუბის წევრობასთან დაკავშირებით.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!