მუზეუმს საჩუქრად ლეოპოლდ ძაძამიძის ექვსი ფერწერული ნამუშევარი გადაეცა


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმს, თამარ, პეტრე და ნუგზარ უბერებმა, რომლებიც არიან საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ლეოპოლდ ძაძამიძის შთამომავლები მუზეუმს შემოსწირეს მხატვრის ექვსი ფერწერული ნამუშევარი, რომლებიც შეემატება მუზეუმში დაცულ, მის ფერწერულ ტილოებს “ვეფხვს“, პორტრეტებს “შოთა რუსთაველი“ და „თამარ მეფე“.

“კიდევ ერთხელ მადლობა მათ, ამ შემოწირულობისთვის, იმ სიყვარულისთვისა და დაფასებისთვის, რასაც იჩენენ თავიანთი წინაპრის სახელის უკვდავსაყოფად. სწორედ მათი მონდომებითა და ძალისხმევით გაიმართა უფლისწულის სასახლის სამეჯლისო დარბაზში, მხატვრის რეტროსპექტული გამოფენა (21 ივნისი-10 ივლისი), მიძღვნილი, კოსტანტინე (პეტრე) უბერის ხსოვნას.”-აღნიშნულია სასახლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 28 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!