მუზეუმს როინ მიქავამ და თემურ არქანიამ სხვადასხვა სახის მასალები შემოსწირეს


  • ადგილობრივმა მკვიდრებმა, როინ მიქავამ და თემურ არქანიამ, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს შემოსწირეს სხვადასხვა სახის მე-19, მე-20 საუკუნის დასაწყისის მასალები.

“კერძოდ, საბეჭდავი, კუთვნილი მისი წინაპრის, სამსონ მიქავასი, რომელიც იდევნებოდა კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ ბრძოლის გამო. საბეჭდავზე იკითხება – ,,ჯგალის სოფლის საზოგადოება“ რაც შეეხება მეორე შემოწირულობას, გახლავთ დოკუმენტური მასალა, მე-19, მე-20 საუკუნით დათარიღებული, რომელიც გვაუწყებს, რომ მის წინაპარს, მოსე არქანიას, სასახლკაროდ, მიწა მიუღია ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის მფლობელობაში შემავალ სოფელ აბასთუმანში.”- ნათქვამია დადიანების სასახლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!