ელზა ზოდელავა თანამდებობაზე აღადგინეს


დადიანების ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმიდან გათავისუფლებული გიდი, ელზა ზოდელვა,  რომელიც აღადგინეს თანამდებობაზე, დღეს დაუბრუნდა თავის სამუშაო ადგილს. მას სამსახურში დახვდნენ თანამშრომლები, რომლებმაც გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს და მიულოცეს დაბრუნება.

“დავბრუნდი სამსახურში, რომელიც ძალიან მიყვარს. იმედია, მშვიდ გარემოში ვიმუშავებ, წნეხის გარეშე. თუ ეს წნეხი ისევ გაგრძელდა, მაშინ მე არავინ შემაჩერებს. ველოდი სამსახურში აღდგენას ღვთის იმედად ვიყავი. რაც შეეხება, თანამშრომლების დახვედრას, ისინი ძალიან თბილად შემხვდნენ. მიხარია,  რადგან ეს დიდი ოჯახია. მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”.- უთხრა ჟურნალისტებს ზოდელავამ. მისი თქმით, ბრძოლა ნაწილობრივ დასრულდა, რადგან კომპესაცია ჯერ არ მიუღია და როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში უთხრეს, თანხა ერთი კვირის განმავლობაში უნდა დაერიცხოს მის ანგარიშსზე.

ელზა ზოდელავამ განმარტა, რომ დღეს, აპირებდა მუზეუმის დირექტორთან ლილი ბერაისთან შესვლას, მაგრამ როგორც აღნიშნა, ადგილზე არ დახვდა. “არ მსურს ეს დაძაბულობა. ვაპირებდი შესვლას, მაგრამ სამწუხაროდ არ დამხვდა, დღეები წინ გვაქვს, შევალ და შევხვდები”.

ელზა ზოდელავამ ბრძანების ფურცელი მუზეუმიდან გუშინ მიიღო. მასში ეწერა: “2019 წლის პირველ მარტს ელზა ზოდელავა აღდგენილ იქნას სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ექსკურსია წმძღოლის თანამდებობაზე. ხელფასი დაენიშნოს მუზეუმის საკუთარი შემოსავლებიდან 350 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით”.-ნათქვამი იყო ბრძანებაში, რომელსაც ხელს  აწერდა მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!