მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატის თასი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობს. დღეს, თასი ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში განათავსეს. რაგბის თასს ზუგდიდში მოქალაქეები, რაგბისტები და ქალაქის პირველები დახვდნენ.
რაგბის კავშირის წარმომადგენელმა ნოდარ ანდღულაძემ აღნიშნა, რომ მისთვის პატივია ამ თასთან ერთად მოგზაურობა.„დარწმუნებული ვარ, ამ ახალგაზრდებისთვის დიდი პატივია მათ ქალაქში რომ ჩამოვიდა მსოფლიო თასი და საშუალება აქვთ შეიგრძნონ მისი სიმძიმე, წონა და მასთან გადაიღონ სურათები’’.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=b1MBa3Eplvw[/embedyt]
სამეგრელოს რაგბის კავშირის თავმჯდომარემ და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ დავით კილასონიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმ ქალაქებს შორის, სადაც რაგბი, უყვართ ერთ-ერთი ზუგდიდიცაა და მისთვის ეს ამბავი სასიხარულოა. „დღევანდელი დღე ბედნიერია არა მარტო მორაგბეებისთვის, არამედ მთელი სამეგრელოსთვის, მინდა ყველას მივულოცო ეს მნიშვნელოვანი დღე.’’
საქართველო მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს, ის თბილისსა და ქუთაისში 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. მსოფლიო თასის მოსაპოვებლად 12 უძლიერესი გუნდი იბრძოლებს.