მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა


  • სოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს Worldometers-ი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, კოვიდ 19-სგან დღემდე 7 581 525 ადამიანია გამოჯანმრთელებული, დაღუპულთა რაოდენობა კი – 571 518-ია.

ცნობისათვის, გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 230 370 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის გავრცელების დღიდან რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მატება დაფიქსირდა აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!