მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 211 მილიონს გადააჭარბა


  • worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 211 მილიონს გადააჭარბა. 

 კორონავირუსს დღემდე მსოფლიოში 4.4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 189.3 მილიონს შეადგენს.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 38.3 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 32.3 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

9 − seven =

Akismet ანტისპამი