მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99 მილიონს გადააჭარბა


  •  worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა.

ამავე ინფორმაციით, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით 2 130 000 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 71.3 მილიონს გადააჭარბა.

ვირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

18 + 10 =

Akismet ანტისპამი