- ვებ-გვერდ worldometers-ზეა განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 31 მილიონს გადააჭარბა.
მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსს 961 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა კი 22.6 მილიონს შეადგენს.
კორონავირუსის ყველაზე მეტი – 6.9 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მე-2 ადგილს ინდოეთი 5.4 მილიონი შემთხვევით იკავებს. აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ, კოვიდ -19-ის ყველაზე მეტი – 4.5 მილიონი შემთხვევა ბრაზილიაში ფიქსირდება.