მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა


  • მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 203 289-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსის 2 921 439 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 836 978-ია.

როგორც დაინფიცირებულთა, ასევე დაღუპულთა რაოდენობით აშშ ლიდერობს, სადაც COVID 19-ის 960 896 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობამ კი – 54 265-ს მიაღწია.

ყველაზე მეტი დაინფიცირებული ჰყავს ესპანეთს (223 759), იტალიასა (195 351) და საფრანგეთს (161 488). ფატალური შემთხვევების რაოდენობით კი ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე კვლავ იტალიაა 26 384 დაღუპულით, მას მოსდევს ესპანეთი, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 22 902-ს მიაღწია და საფრანგეთი, სადაც ვირუსს 22 614 ადამიანი ემსხვერპლა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!