მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქები


მაპუტო, ახალადგახსნილი სავაჭროცენტი
გაეროს პროგნოზით, 2030 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 8.6 მილიარდამდე გაიზრდება. ზრდის ძირითადი ნაწილი აფრიკის ქვეყნებზე მოდის.
აფრიკის მოსახლეობის ზრდას ახალგაზრდების სიჭარბე უწყობს ხელს – მოსახლეობის 75%-ის ასაკი 35 წელს არ სცდება.
გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, თხუთმეტივე ქალაქი, რომელიც 2035 წლამდე ყველაზე სწრაფად გაიზრდება, აფრიკულია. მათი სია ასე გამოიყურება:
ბუჯუმბურა, ბურუნდი – მოსახლეობა ამჟამად 1 013 000-ს უტოლდება, თუმცა მომდევნო 15 წელიწადში 123%-ით გაიზრდება და 2 263 000-ს მიაღწევს.
ზინდერი, ნიგერი – ახლანდელი მოსახლეობა 489 000-ია, 2035 წლამდე კი 118%-ით გაიზრდება და სავარაუდოდ, 1,065,000-ს გაუტოლდება.
კამპალა, უგანდა – მოსახლეობა 2020 წელს – 3 928 000; 2035 წლის პროგნოზი – 7 004 000; ზრდა – 112%.
კაბინდა, კონგო – 2020 წელს – 466 000; 2035 წლის პროგნოზი – 979,000; ზრდა – 110%.
სონგეა, ტანზანია – 2020 წელს – 353 000; 2035 წლის პროგნოზი – 740 000; ზრდა – 110%.
მუანზა, ტანზანია – 2020 წელს – 1 120 000; 2035 წლის პროგნოზი – 2 267 000; ზრდა – 102%.
გუაგუალადა, ნიგერია – 2020 წელს – 410 000; 2035 წლის პროგნოზი – 827 000; ზრდა – 102%.
ბუნია, კონგო – 2020 წელს – 679 000; 2035 წლის პროგნოზი – 1 368 000; ზრდა – 101%.
ნიამეი, ნიგერი – 2020 წელს – 1 292 000; 2035 წლის პროგნოზი – 2 600 000; ზრდა – 101%.
ტეტე, მოზამბიკი – 2020 წელს – 371 000; 2035 წლის პროგნოზი – 744 000; ზრდა – 101%.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!