რაიონულ საავადმყოფოში განსახლებულმა დევნილებმა, რომლებიც სპეციალურად გაშლილ კარავში ცამეტი დღეა შიმშილობენ, დღეს, ბრიფინგი გამართეს. მოშიმშილე ტატო ქობალიას განცახდებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ამჟამად მხოლოდ სამი ადამიანი შიმშილობს.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=BYjuPQIiOpc[/embedyt]მისი თქმით, ცამეტი დღის განმავლობაში, დევნილთა და განსახლების სამინისტროდან მათი ამბის გასაგებად არავინ მოსულა. მოშიმშილე მამაკაცი აცხადებს, რომ ზეგ თბილისში ჩასვლას და დევნილთა და განსახლების სამინისტროს შენობასთან თავის დაწვას აპირებს. „სახელმწიფოს არაფრად არ ვუღირვართ, მრცხვერნია, რომ საქართველოს მოქალაქე, ვარ.’’- აცხადებს ის.
დევნილები ითხოვენ რაიონულ საავადმყოფოში არაობიექტურად მინიჭებული ქულების გადახედვას და განსახლების მინისტრის გადადგომას.