- დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მოქალაქეებს, რომლებიც ზუგდიდში, გამარჯვების ქუჩაზე ათ სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ, კომპანიის ხელმძღვანელი შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, შპს “ზუგდიდი პალასის” დირექტორმა მიხეილ გორგილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: “ძირითადად, რაც სხდომაზე მოვისმინეთ ეს არის, რომ მოსახლეობას პრობლემა ექნება ადგილმდებარეობის თვალსაზრისით- სამშენებლო მასალების შეტანაზე -გატანაზე, ხმაურზე, უსაფრთხოების წესების დაცვაზე. ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ ეს ყველაფერი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დავიცვათ. მინდა, რომ თითოეულის აზრი მოვისმინო და გავაანალიზო, შემდეგ გავივლით იურისტებთან რისი დათმობაა შესაძლებელი”.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ “ლელოს”, მერიისა და არასამათვარობო ორგანიზაციის წარმოამდგენლები.