მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე წყალტუბოს სტუმრობდა


  • შემეცნებითი პროექტის, „სად და როგორ იწერებოდა ოტიას მარგალიტები“ ფარგლებში, “ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის“ წევრები, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექციასთან და პედაგოგებთან ერთად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბს სტუმრობდნენ.

ნორჩ ჟურნალისტებს მწერლის შვილმა დაჩი და შვილიშვილმა ოტია იოსელიანებმა ოტიას-სახლ მუზეუმში უმასპინძლეს.

მასპინძლებმა ახალგაზრდებს დეტალურად უამბეს ოტიას ბავშვობისდროინდელი ისტორიები და მისი პირადი ნივთები დაათვალიერებინეს.

ამავე დღეს, „ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის“ წევრებმა სოფელ ჩუნეში გადაინაცვლეს და პუბლიცისტის, ჟურნალისტის, პროზაიკოსის ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმიც დაათვალიერეს.

პროქტი, რომლის ავტორი ჟურნალისტი ნანი მოსიძე გახლავთ, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გამოჩენილი და საზოგადო მოღვაწეების ცხოვრების პოპულარიზაციას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!