დღეს, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. სასახლის აღსაზრდელებმა მოწვეულ სტუმრებს საესტრადო და ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები შესთავაზეს. სტუმრებს რეკონსტრირებული სასახლის გახსნა მიულოცა მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ,
რომელმაც იქვე, დამსწრე აუდიტორიას ამცნო, რომ უახლოეს მომავალში, პრემიერ მინისტრის თანადგომით, პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელიც ზუგდიდში მდებარეობს, გადაეცემა ახალგაზრდებს და იქ ტექნოინოვაციური პარკი განთავსდება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=yJkkss9oFHY[/embedyt]
ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ, საზეიმო ცერემონიალისა და მისალოცი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში, აღნიშნა, რომ სასახლის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა, რომლისათვის მილიონ ორასიათასი ლარი დაიხარჯა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=56AYFwZQ73Q[/embedyt]