მოსკოვში სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის


  • კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების ზრდის გამო მოსკოვის სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადიან,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის განათლების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილემ ვიქტორ ბასიუკმა განაცხადა, რომ დისტანციურ რეჟიმზე დედაქალაქის სკოლების გარდა, ულიანოვსკისა და სახალინის ოლქების სკოლებიც გადადიან.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის გადაწყვეტილებით, დღეიდან დედაქალაქის სკოლებში ორკვირიანი არდადაგები დაიწყო.

სააგენტო Interfax-ის ინფორმაციით, სკოლები დისტანციურ რეჟიმზე არდადაგების დასრულების შემდეგ, 19 ოქტომბრიდან გადავლენ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!