- კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების ზრდის გამო მოსკოვის სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადიან,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის განათლების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილემ ვიქტორ ბასიუკმა განაცხადა, რომ დისტანციურ რეჟიმზე დედაქალაქის სკოლების გარდა, ულიანოვსკისა და სახალინის ოლქების სკოლებიც გადადიან.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის გადაწყვეტილებით, დღეიდან დედაქალაქის სკოლებში ორკვირიანი არდადაგები დაიწყო.
სააგენტო Interfax-ის ინფორმაციით, სკოლები დისტანციურ რეჟიმზე არდადაგების დასრულების შემდეგ, 19 ოქტომბრიდან გადავლენ.