”მოსიარულე ბიბლიოთეკა” ზუგდიდში


პროექტ „წიგნი ყველა სოფელს“ ფარგლებში მოსიარულე ბიბლიოთეკა გუშინ ზუგდიდს ეწვია.  ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორის მანანა გვარამიას თქმით, ამ პროექტის წყალობით, ზუგდიდს 122 წიგნი შეემატა, ხოლო ამ დღეებში  წიგნები რუხისა და ყულიშკარის სასოფლო ბიბლიოთეკებსაც გადაეცემათ…

„რუხი იმიტომ შევარჩიეთ, რომ საზღვართან ახლოს მდებარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები არიან ამ პროექტის ინიციატორები. ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა ბიბლიოთეკებისთვის, წიგნიერებისთვის“, – აღნიშნა მანანა გვარამიამ.  ბიბლიოთეკის სხვა თანამშრომლები კი ამბობენ, რომ ეს პროექტი ძალიან შედეგიანი იქნება იმ ბიბლიოთეკებისთვის, რომელთაც ძალიან უჭირთ და მეტი წიგნი სჭირდებათ…

     შეგახსენებთ, რომ ეს პროექტი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს სოფლებისა და ქალაქების ბიბლიოთეკების წიგნებით მომარაგებას.

1900137_753189248080853_5613350577388799162_n IMG_20140819_162503

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!