მორიგი საჩუქარი დადიანების მუზეუმს


  • დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდიამ, დადიანების მუზეუმის, დავით დადიანის სახელობის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა უნიკალური გამოცემა – “სამეგრელო – ქართული კულტურის ისტორიის ქრონიკების” პირველი და მეორე ტომი, რომელიც რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფონდ ხარებას მხარდაჭერით გამოიცა.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეიდან, დაინტერესებულ პირებსა და მკვლევარ-მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ცაიშის, მოქვის, დრანდის საეპისკოპოსოების, მარტვილის-ჭყონდიდის ეპარქიის, აგრეთვე ბედიის, ხობის, წალენჯიხის სასულიერო ცენტრების ისტორიებსა და საარქივო მასალებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 29 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!