მონადირეები თავიანთ პრობლემებზე და საჭიროებებზე


დღეს, მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტმა და წევრებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მონადირეებმა ისაუბრეს, სახელმწიფოებრივ მიდგომებზე, ახალ კანონპროექტზე და მის გამომწვევ შედეგებზე. მათი განმარტებით, აუცილებელია პრობლემების ძირეული შესწავლა და საჭიროა ისეთი კანონპროექტის მიღება, რომელიც ყველასათვის იქნება მიღებული.

იმერეთის მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაციის პრეზიდენტმა ედიშერ მარგველაშვილმა ისაუბრა სამონადირო მეურნეობების გამოყოფაზე. „ შეიძლება მოვთხოვოთ სახელმწიფოს განიხილოს საკითხი იმის შესახებ, რომ დიდ კერძო მეურნეობებში მოსავლის აღების შემდეგ, თუ ზიანი არ მიადგება მეურნეობას, თუ არ დაზიანდება ის ინფრასტრუქტურა, რაც ამ მეურნეობაშია, დართონ მონადირეებს უფლება, რომ შევიდნენ და ინადირონ გადამფრენ ფრინველებზე’’. მარგველაშვილის აზრით, გამჭირვალე უნდა იყოს ის გრანტები, რომლებიც მილიონობით შემოდის, საჭიროა ცოდნა იმის შესახებ,თუ რას ხმარდება. მისი აზრით, გრანტები უნდა მოხმარდეს ფლორისა და ფაუნის შესწავლას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=EiBa_TBu_Ts[/embedyt]

„ჩვენი აქციებით გამოვაფხიზლეთ ის ხალხი, ვინც კაბინეტებშია, ისე ზოგიერთს შეურაცყოფას არ მივაყენებ, მაგრამ ბუნებრივ გარემოში არ უნახავს ის ნადირ-ფრინველი, რომელზეც კანონს წერს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქმარი ომში იყოო და ცოლი ლაშქრის ამბავს უყვებოდაო, ამიტომ ჯობია პროფესიონალებს მივცეთ ამის საშუალება და პრაქტიკოს მონადირეებთან ერთად, შესწავლილი იყოს ეს საკითხი’’- განუცხადა ჟურნალისტებს მარგველაშვილმა.

მონადირეები ამბობენ, რომ შენიშვნებს განიხილავენ და პარლამენტს გაუგზავნიან.

ბუფერული ზონების მოხსნაზე ისაუბრა სამეგრელო-ზემო სვანეთის მონადირეთა და მეთვზეთა კლუბის თავმჯდომარემ გურამ თირქიამ. ”ჩვენ გვაქვს ისეთი ადგილები, რომელიც შეიძლება დაგვითმონ, მაგალითად ჭურია. ბუფერული ზონა მოგვიხსნან, კეთილსინდისიერი მონადირე, რომ შევიდეს და ინადიროს”- აღნიშნა თირქიამ.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!