- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-2 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 3 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
“თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 3 თებერვალს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 თებერვალს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 1 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 2 თებერვალს დღის ბოლოს და 3 თებერვალს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.